logo
ENG



ცისკარის მენეჯერი: ივენთი ჩატარდა ღია სივრცეში, ცნობილია ინფიცირებულის ყველა კონტაქტი 

08 სექ 202014:20
3 წუთის საკითხავი
 

კაფე-რესტორან ცისკარის მენეჯერი ამბობს, რომ ცნობილია იმ კოვიდინფიცირებულის ყველა ახლო კონტაქტი, რომელიც "ცისკარი გარდენში" ღია სივრცეში გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.

მენეჯერის თქმით, ღონისძიების ორგანიზატორები კომუნიკაციაში არიან ყველა შესაბამის უწყებასთან:

"პარასკევს 'ცისკარი გარდენში' ჩატარდა ღონისძიება, რომელზეც კორონავირუსით ინფიცირებული პირი იმყოფებოდა. ჩვენი ინფორმაციით, მას 2 დღის შემდეგ დაუდასტურდა COVID 19. ორგანიზატორები კომუნიკაციაში არიან ყველა შესაბამის უწყებასთან, ვისაც მსგავსი ფაქტების კონტროლი ეხება. ზუსტად ვიცით, რომ ეს გოგონა და მასთან მყოფი ყველა კონტაქტი ცნობილია და ექვემდებარება კონტროლს.

ივენთი არ ჩატარებულა კაფე-რესტორან ცისკარში, ის ჩატარდა ცისკარი გარდენში, რომელიც არის ცალკე ადგილმდებარეობა, შესაბამისად თანამშრომლები, რომლებიც ცისკარი გარდენში მუშაობენ, არ არიან კაფე-რესტორან ცისკარის თანამშრომლები.

არ მინდა არაზუსტი ინფორმაცია მოგაწოდოთ მაგრამ, როგორც ვიცი ბათუმის კლასტერს უკავშირდება ამ გოგონას შემთხვევა", - აცხადებს კაფე-რესტორან ცისკარის მენეჯერი.

ღონისძიება, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პირი იმყოფებოდა, ცისკარი გარდენში 4 სექტემბერს ჩატარდა.


close დახურვა